ოთხმა პარტიამ საარჩევნო რეფორმის პროექტი წარადგინა

სასტუმრო „ძველ თბილისში“ დღეს ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ საარჩევნო რეფორმის ძირითადი პრინციპები წარადგინეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, საარჩევნო რეფორმის ძირითადი პრინციპები შემდეგმა ოთხმა პარტიამ წარადგინა: „თავისუფალმა საქართველომ“ (კახა კუკავა), „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“(გოჩა ჯოჯუა), „თავისუფლებამ“ (კონსტანტინე გამსახურდია) და „ტრადიციონალისტებმა“(აკაკი ასათიანი). მათ მიერ წარდგენილი საარჩევნო რეფორმის ძირითადი პრინციპებია: არჩევნების ჩატარება მოხდეს ე.წ. გერმანული მოდელით ანუ მანდატების პროპორციული განაწილება პარტიებს შორის; საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირება პარიტეტის საფუძველზე; ამომრჩევლების ბიომეტრიული ვერიფიკაცია და საარჩევნო ხარჯების ზედა ზღვარის (1 მლნ ლარის) დაწესება;

„ზემოაღნიშნული ფუნდამენტური ცვლილებები აუცილებელია იმისთვის, რომ გამოირიცხოს საქართველოში ერთპარტიული მმართველობა, რამაც უკანასკნელი სამი მთავრობის მანძილზე ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა“, - ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, საია, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა