ქუთაისში სპორტული სავარჯიშო მოწყობილობების მონტაჟი მიმდინარეობს

ქუთაისში რამდენიმე უბანში სპორტული სავარჯიშო მოწყობილობების მონტაჟი დაიწყო. სამუშაოები ერთდროულად ქალაქის 13 უბანში მიმდინარეობს. თითოეულის ღირებულება 20 ათასამდე ლარს შეადგენს.

ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს „ჯეო პარკინგმა“ გაიმარჯვა. აღნიშნული პროექტი საბინაო სამსახურს ეკუთვნის და პროგრამა 250 000 ლარის ღირებულებისაა.

დღეს სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დაათვალიერა. „ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. სპორტული სავარჯიშო მოწყობილობები წელს იმაზე მეტი დამონტაჟდება, ვიდრე ბოლო წლების მანძილზე ერთად აღებული იყო. ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა ჩვენი მთავარი საზრუნავია და ასე იქნება სულ“,-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

სამუშაოები პროექტის „ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებისთვის სპორტული ტრენაჟორების მოწყობის“ ფარგლებში ხორციელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა