საბურთალოს რაიონში სამ მისამართზე სკვერი მოეწყობა

საბურთალოს რაიონში, ხვიჩიას, ბალანჩივაძისა და ბერიტაშვილის ქუჩებზე სამი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, სკვერებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა და გამწვანების სამუშაოები ჩატარდება. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და განათების თანამედროვე სისტემა დამონტაჟდება.

ბალანჩივაძის ქუჩაზე სკვერში ბავშვებისთვის გასართობი ზონა უკვე განთავსდა. საბავშვო-გასართობი ინფრასტრუქტურის დამონტაჟება დაგეგმილია ასევე, ბერიტაშვილის ქუჩაზე.

სამივე სკვერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. „მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, საბურთალოს რაიონში სკვერების რეაბილიტაცია ამ დროისთვის შვიდ მისამართზე მიმდინარეობს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაიონში რაც შეიძლება მეტი გამწვანებული და დასასვენებელი სივრცე გვქონდეს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სკვერების რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 388 769 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, „გრინსერვის+“ ახორციელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა