ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები მესამე დღეა შიმშილობენ

ოზურგეთის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ბესო ქათამაძე და დავით მჟავანაძე მესამე დღეა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან შიმშილობენ. როგორც  "ინტერპრესნიუსს" დავით მჟავანაძემ განუცხადა, მოშიმშილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის საკრებულოს დეპუტატი დარეჯან სხვიტარია შეურთდა.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, პროტესტის ნიშნად შიმშილობას იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე მმართველი გუნდი მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს.

დავით მჟავანაძე ამბობს, რომ მათი მოთხოვნაა, რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინცინდენტში მონაწილე პირების დასჯა და მათთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტა. ამასთან, ოპოზიცია საქმის გადაკვალიფიცირებას, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე თავმჯდომარისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ.

"ჩვენი თანაპარტიელები აქ იმყოფებიან თითქმის ყველა რეგიონიდან. ახლახანს ფოთის საკრებულოს დეპუტატი შემოგვიერთდა და ჩვენთან ერთად შიმშილობს. ვშიმშილობთ მეც და ბესო ქათამაძეც. აქ ვიქნებით, ვიდრე მმართველი გუნდი მოთხოვნას არ გაითვალისწინებს. ამ ხნის განმავლობაში "ქართული ოცნებიდან" არავინ მოსულა და ჩვენი მდგომარეობით არ დაინტერესებულა",- განაცხადა დავით მჟავანაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, რამდენიმე დღის წინ მათი პარტიის წევრს ბესიკ ქათამაძეს „ფეისბუქ“ სტატუსების გამო, „ქართული ოცნების" წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარ ფაქტზე, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ "ქართული ოცნების" წევრს ტარიელ აროშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა