ირაკლი კობახიძე - მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით ინტენსიური კონსულტაციები გაიმართება

დაახლოებით სამ კვირაში, წარმოადგენს მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, მას შემდეგ, რაც შევა ცვლილებები მთავრობის შესახებ კანონში, შესაბამისად, ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა შემადგენლობით წარდგება მთავრობა საქართველოს პარლამენტში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მანამდე, გაიმართება ინტენსიური კონსულტაციები და გადაწყვეტილება ამ კონსულტაციების საფუძველზე იქნება მიღებული.

„სამართლებრივი მიზეზების გამო ჩვენ გვიწევს პროცედურის ორ საფეხურად გავლა. როგორც მოგეხსენებათ, დაახლოებით სამ კვირაში წარმოადგენს ბატონი მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, მას შემდეგ, რაც შევა ცვლილებები მთავრობის შესახებ კანონში. შესაბამისად, ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა შემადგენლობით წარდგება მთავრობა საქართველოს პარლამენტში. მანამდე, ბუნებრივია, გვექნება ინტენსიური კონსულტაციები, ერთი მხრივ, პარლამენტსა და მთავრობას შორის, ასევე, პოლიტსაბჭოს ფორმატში და ბუნებრივია, ამ კონსულტაციების საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს პრემიერმინისტის პრეროგატივაა. „ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი ამაზე კომენტარის გაკეთება. ეს არის პრემიერმინისტრის პრეროგატივა. პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე წარმოადგენს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, შესაბამისად, მას უნდა დაუსვათ კითხვები მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა