დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ავარიაში მოყვა

უმრავლესობის დეპუტატს, ზვიად კვაჭანტირაძეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა. ავარია ზესტაფონში იმ დროს მოხდა, როდესაც "ქართული ოცნების" წევრი ქუთაისიდან თბილისში ბრუნდებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, დეპუტატის ავტომობილს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი შეეჯახა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუსის მძღოლი, რომლის ბრალეულობაც გამოიკვეთა, ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა