აუდიტის სამსახურში ვერ საუბრობენ, შეისწავლიან თუ არა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გადარიცხულ თანხასთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძის განცხადებას

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ამ ეტაპზე ვერ საუბრობენ, შეისწავლიან თუ არა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გადარიცხულ თანხასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აუდიტის სამსახურში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მოთხოვნაზე კომენტირებისას განუცხადეს, ჯერ ორგანიზაციამ მათ უწყებას შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს, რის შემდეგაც აუდიტის სამსახური გადაწყვეტს, არის თუ არა აღნიშნული საკითხი მათი შესწავლის საგანი.

„ჯერ ორგანიზაციამ განცხადებით ოფიციალურად უნდა მოგვმართოს. აუდიტის სამსახური ნახავს განცხადებას, არის თუ არა ეს კონკრეტული საკითხი ჩვენი შესწავლის საგანი და ამის შემდეგ გავცემთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პასუხს, დაიწყება თუ არა შესაბამის საკითხზე შესწავლა“, - განაცხადეს აუდიტის სამსახურში.

თუმცა, აქვე უწყება ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ 2012 წლის 19 დეკემბრის საქართველოს კანონის ჩანაწერსაც განმარტავს, რომლითაც:

„ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლებული არიან ადმინისტრაციული სახდელისაგან, რომელთაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრათ ან შეიძლება დაეკისროთ 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე განხორციელებული ქმედებისათვის“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა