სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებმა პლატფორმა "ახალი თაობა მშვიდობისთვის" დააფუძნეს

სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებმა პლატფორმა "ახალი თაობა მშვიდობისთვის" დააფუძნეს. მათი განცხადებით, პლატფორმა ემყარება საქართველოს მთავრობის 2016 წლის აპრილის ინიციატივას, თბილისი გამხდარიყო მშვიდობის ქალაქი და მიზნად ისახავს, სხვადასხვა ქვეყნებიდან ახალგაზრდები გააერთიანოს.

გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის გიორგი ტუმასიანის ინფორმაციით, სამომავლოდ ინიციატივაში აფხაზი და ოსი ახალგაზრდების ჩართულობაც იგეგმება.

"ახალი თაობა უნდა გაერთიანდეს იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში საბოლოოდ მიღწეულ იქნას მშვიდობა. ამისთვის, ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, სამომავლოდ კი აფხაზი და ოსი ახალგაზრდები გაერთიანდებიან, რათა ჩვენ სამხრეთ კავკასიაში ჩამოვაყალიბოთ ეს მშვიდობა. დღეს არის აღნიშნული ახალგაზრდული ინიციატივის სადამფუძნებლო ფორუმი, რომლის ფარგლებშიც ვსაუბრობთ სამომავლო გეგმებზე და კონკრეტულ ამოცანებზე, რომელზეც მომავალ ლიდერებთან უნდა ვიმუშაოთ", - განაცხადა გიორგი ტუმასიანმა.

პლატფორმის "ახალი თაობა მშვიდობისთვის" დამფუძნებელ ღონისძიებაზე მიღებულ იქნა მანიფესტი, რომელშიც აღნიშნულია:

"ჩვენ, ფორუმის მონაწილეებს, გვსურს შევქმნათ მყარი, ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესი მშვიდობის დამყარების საქმეში. გვაქვს უნარი, ხელი შევუწყოთ დაპირისპირებულ მხარეებს შორის ნდობის აღდგენას. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას შემოუერთდება რეგიონის ახალგაზრდობა; ისინი, ვინც კავკასიის ქვეყნების ხვალინდელი, მშვიდობიანი ცხოვრება უზრუნველყონ. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ხმა შეუერთდეს მშვიდობისთვის მებრძოლ საერთაშორისო ახალგაზრდობის ხმას, რათა შევცვალოთ არსებული ვითარება და მსოფლიოში მშვიდობის დამყარების პროცესი შეუქცევადი გავხადოთ".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა