მეუფე პეტრე პატრიარქის მოსაყდრეზე - მე ველოდები, რომ უწმინდესი მოგვცემს განმარტებებს მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

მე ველოდები, რომ უწმინდესი მოგვცემს განმარტებებს მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მოტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, იქნება თუ არა მეუფე შიოს თანამოსაყდრეობის საკითხზე მსჯელობა სინოდის დღევანდელ სხდომაზე.

ამასთან, როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, ბევრი საკითხი დაგროვდა, რაზეც სინოდს არ უმსჯელია.

"ძალიან ბევრი საკითხი დაგროვდა 8 თვის განმავლობაში, რაც სინოდის სხდომა არ ჩატარებულა. აქედან გამომდინარე ვნახოთ, კრებას დაველოდოთ. სინოდი იმიტომ იკრიბება, რომ საკითხები იქნას განხილული", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი