ზაზა გაბუნიამ მთის კანონის შეღავათებით მოსარგებლე ოჯახები მოინახულა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარ დეპუტატ, ანზორ ბოლქვაძესთან, ქედის მერ, ლევან გორგილაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე, შუქრი თურმანიძესთან ერთად ქედაში მცხოვრებ იმ ოჯახებს ესტუმრა, რომლებიც „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობენ.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ზაზა გაბუნიამ სოფელ გეგელიძეებში 35 წლის თამარ ბალაძის მეურნეობა დაათვალიერა, რომელიც ქალაქიდან დაბრუნდა და მცირე მეწარმეობას მიჰყო ხელი, ყვავილების სათბური გახსნა, აქვს ჟოლოს პლანტაცია, ამჟამად კი ღვინის მარანს აწყობს და საოჯახო სასტუმროს აშენებს.

"მოვინახულეთ ოჯახები, რომლებიც დაუბრუნდნენ სოფელს და იქ წამოიწყეს სამეწარმეო საქმიანობა. ისინი სარგებლობენ "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” კანონით გათვალისწინებული შეღავათებით და სხვა სახელმწიფო პროგრამებით და რაც მთავარია, მათ აქვთ დიდი მოტივაცია და უნარი . ეს არის ჩვენი ერთ ერთი მთავარი მიზანი, რასაც სოფლის გაძლიერება ჰქვია. ძალიან მიხარია ასეთი აქტიური მოქალაქეების გაცნობა, ისინი სამაგალითო ადამიანები არიან", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომიტეტის თავმჯდომარე ოჯახების სამეწარმეო პოტენციალსა და შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნო.

“მიხარია, რომ ეკონომიკურად ასეთ აქტიურ მოსახლეობას ვხედავ. მათი ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია შემოსავლიანი ოჯახების არსებობისთვის და ადგილზე დოვლათის შექმნის თვალსაზრისით“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

თავის მხრივ მეწარმეებმა, მთავარ სტიმულად მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მეწარმე სუბიექტების გადასახადებთან დაკავშირებული შეღავათები დაასახელეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა