ოზურგეთის საკრებულოს შენობაში მოშიმშილე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებთან სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო

ოზურგეთის საკრებულოს შენობაში მოშიმშილე დეპუტატებთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იმყოფებოდა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით მჟავანაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შიმშილობის შედეგად მისი თანამაპარტიელი ბესო ქათამაძე შეუძლოდ გახდა. დავით მჟავანაძის ინფორმაციით, ბესო ქათამაძემ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა. მისივე თქმით, ოზურგეთის საკრებულოს თავჯდომარის კაბინეტთან მეოთხე დღეა შიმშილობენ.

ოზურგეთის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბესო ქათამაძეზე თავდასხმის ფაქტს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, გასულ კვირას "ქართული ოცნების" წევრები ბესო ქათამაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოშიმშილეები რიგგარეშე არჩევნებზე საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომას, ასევე ინციდენტში მონაწილე "ქართული ოცნების" წევრებისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას და საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა