გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ქართული დელეგაციის წევრები ესტონეთის პრემიერ - მინისტრ იური რატასს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრს ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცა. იური რატასის განცხადებით, საქართველოს და ესტონეთს საერთო ღირებულებები აერთიანებს, ესტონეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცის მტკიცე მხარდამჭერია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატო-ს დაგეგმილი სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებს, თუ რა კოორდინირებული ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის დაჩქარების მიმართულებით. ბრიუსელის სამიტზე ესტონეთის დელეგაციას სწორედ პრემიერი უხელმძღვანელებს. ესტონეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილს ნატო-ს ბრიუსელის სამიტის მოსამზადებელ საკითხებთან დაკავშირებით 6 ქვეყნის პრეზიდენტთან ექნება კომუნიკაცია.

პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებს, ოკუპაციას, არაღიარების პოლიტიკასა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ესტონეთის განსაკუთრებულ თანადგომას საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე, ისევე, როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ესტონეთის პრემიერთან შეხვედრაზე ასევე აღინიშნა უპრეცენდენტოდ აქტიური სექტორული თანამშრომლობა. ხაზი გაესვა ესტონეთის მხარდაჭერას საქართველოს საგადასახადო სისტემის განვითარების, ელექტრონული მმართველობის დანერგვის, კიბერ-უსაფრთხოების უზრუველყოფის საკითხებში გამოცდილების გაზიარების კუთხით.

საქართველოს დელეგაციამ სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა დაადასტურა ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში რეფორმების გაგრძელების პროცესში. აღინიშნა, რომ ესტონეთის დახმარება ქართული ინსტიტუტების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების გზაზე და ესტონეთის გამოცდილება სექტორულ ინტეგრაციასა და ევროსტანდარტების დანერგვაში უაღრესად მნიშვნელოვანია. აღინიშნა ერთობლივი თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობა ორი ქვეყნის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალის სრულად ათვისების მიზნით.

შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში თეა ახვლედიანი ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა