საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მასობრივ ოლიმპიურ გარბენს და სხვა სპორტულ აქტივობებს გამართავს

საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, 23 ივნისს, კუს ტბის ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მასობრივ ოლიმპიურ გარბენს და სხვა სპორტულ აქტივობებს გამართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიდან აცნობეს, სპორტულ აქტივობებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება. სხვებთან ერთად, გარბენში სტარტს აიღებენ ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, სხვა ცნობილი სპორტსმენები. გარბენის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატი და სპეციალური მაისური, გამარჯვებულები კი დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.

მასობრივი ოლიმპიური გარბენის გარდა ასევე მოეწყობა შეჯიბრი სპორტის შემდეგ სახეობებში:. ველოსპორტი; დრაგონს კანოე; მძლეოსნობა; ფარიკაობა; ხელბურთი; ტყვიის სროლა; მშვილდოსნობა; სკეითბორდი; 3X3 კალათბურთი; ფრენბურთი; მხიარული სტარტები; ჭადრაკი; ჩერლიდინგი; კარატე და სხვ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი