ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მოსამართლე ირაკლი კოპალიანს ბოდიშს უხდის

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მოსამართლე ირაკლი კოპალიანს დღეს გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს უხდის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, მეუფე იაკობის წინააღმდეგ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სარჩელის განხილვის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მდივანმა განუმარტა, რომ პროცესი გადაიდო, რაც მოსამართლის ჯანმრთელობას უკავშირდებოდა. რამიშვილის თქმით, მას ეგონა, რომ ამ გზით ხდებოდა პროცესის გაჭიანურება და მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მოხარული იქნებოდა, თუ საქმეს „ჯანმრთელი მოსამართლეები განიხილავდნენ“.

რამიშვილის განმარტებით, ამ განცხადების შემდგომ მისთვის ცნობილი გახდა, რომ საქმის მოსამართლეს მართლაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც პროცესი გადაიდო. ადვოკატი მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო მოსამართლეს ბოდიშს უხდის.

„პატიება მინდა ვთხოვო მოსამართლე ირაკლი კოპალიანს. სამწუხაროდ, დღეს ჩემს მიერ გაკეთებული განცხადების შემდგომ შევიტყვე, რომ მას მართლა აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

მეუფე იაკობის წინააღმდეგ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სარჩელის განხილვა სასამართლოში დღეიდან უნდა დაწყებულიყო. რამიშვილი მეუფე იაკობს იმ განცხადების გამო უჩივის, რომელიც მეუფემ ერთ-ერთ ეთერში გააკეთა და მიხეილ რამიშვილი სანდრო გირგვლიანის საქმეში, რომელზეც ის ოჯახის ადვოკატად გამოდიოდა, ჩანერგილ აგენტად მოიხსენია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა