კიევის სასამართლო პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის სარჩელს განიხილავს

დღეს კიევის საკასაციო ადმინისტრაციული სასამართლო უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, პარტია „ახალი ძალების“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის სარჩელს განიხილავს.

ამის შესახებ სააკაშვილის „ახალი ძალების“ პრესსამსახური იუწყება.

შეგახსენებთ, რომ სარჩელი მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას ეხება.

2017 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნულთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა, რომელშიც პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილების არაკანონიერად ცნობას ითხოვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა