ზვიად ძიძიგური - როგორც კი დასრულდება სამთავრობო რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, ნარკოპოლიტიკის თემაზე კონსულტაციები გაგრძელდება

როგორც კი დასრულდება სამთავრობო რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, გაგრძელდება კონსულტაციები, რომელიც ნარკოპოლიტიკის თემას ეხება, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც წმინდა სინოდის განჩინებასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

როგორც ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, ნარკოპოლიტიკის საკითხთან მიმართებაში პარლამენტში კონსულტაციები ინტენსიურად მიმდინარეობს.

„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ საპატრიარქოს ყველა გადაწყვეტილებას. მას აქვს თავისი ავტონომია მიიღოს გადაწყვეტილებები.

მე პირადად არ მიმაჩნია, რომ ქვეყანაში არის რეპრესიული ნარკოპოლიტიკა. რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ჩვენ გვქონდა, როდესაც ფაქტობრივად ნადირობა იყო ნარკომანებზე და გამოტენილი იყო ციხეები მოხმარების გამო. დღეს, მოხმარების მუხლით ციხეში არავინ ზის. აქედან გამომდინარე, როდესაც დაინტერესებული ორგანიზაციების ხმაურია იმაზე, რომ რეპრესული ნარკოპოლიტიკა გვაქვს და არიქა, როგორმე შევცვალოთ ლიბერალური ნარკოპოლიტიკითო, მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის სწორი მოცემულობა“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

შეგახსენებთ, რომ სინოდის კრების ოქმის თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და სინოდის კრებამ ნარკომანიისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის მძიმე შედეგებზე იმსჯელა.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეკლესია არასოდეს უჭერდა მხარს ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, მაგრამ მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია და სერიოზულ ბიძგს აძლევს ნარკოტიკების ფართოდ გავრცელებასა და მოხმარებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა