ზაზა სარალიძე - მაია ნიკოლეიშვილი დასკვნაში მიუთითებს იმ გარემოებას, რომ დანების გარდა სხვა საგნებიც იყო გამოყენებული

მაია ნიკოლეიშვილი დასკვნაში მიუთითებს იმ გარემოებას, რომ დანების გარდა სხვა საგნებიც იყო გამოყენებული. ამ ნაწილშიც ვეთანხმები აბსოლუტურად, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, მისი თქმით, ტანსაცმელზე მიყენებული დაზიანებები პირდაპირ ამბობს, რომ მხოლოდ დანები არ ყოფილა გამოყენებული.

„მე ვთქვი, რომ შეიძლება არ ვენდობოდე მაია ნიკოლეიშვილის დასკვნას, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ მან მოიტანა ისეთი რამ სასამართლოზე, რაც თავად სამხარაულმა დამალა. არ იმსჯელა ტანსაცმელებზე არსებულ დაზიანებებზე და არ იმსჯელა მე-11 ჭრილობაზე ჩემი შვილის ნაწილში, რომელიც დადგინდა მომაკვდინებელ ჭრილობად. ქალბატონი მაია დასკვნაში მიუთითებს იმ გარემოებას, რომ დანების გარდა სხვა საგნებიც იყო გამოყენებული. ამ ნაწილშიც ვეთანხმები აბსოლუტურად. ტანსაცმელზე მიყენებული დაზიანებები პირდაპირ ამბობს, რომ არ იყო მხოლოდ დანები, არამედ იყო სამკუთხედი ფორმის ან პირამიდისებრი იარაღი, შესაძლოა ქლიბი. ერთ-ერთ ჭრილობაზე თქვა, რომ შესაძლებელია ყოფილიყო მაკრატლის მსგავსი იარაღი გამოყენებული. სასამართლომ იმიტომ არ გაიზიარა ალბათ, რომ ქალბატონმა მაიამ ზუსტად ვერ დაასაბუთა გარკვეული დეტალები. ჩემთვის ის დაზიანებები იყო ზუსტად მნიშვნელოვანი, რაც მოიტანა ქალბატონმა მაიამ სასამართლო პროცესზე. დანარჩენისთვის სიმართლე გითხრათ აღარც მიმიქცევია ყურადღება. სამკუთხედი დაზიანება მეორდება ლევან დადუნაშვილის ტანსაცმელზეც. ფრთისებური დაზიანებები ჩემი შვილის და ლევანის ტანსაცმელზე გაჭრილი ვაშლებივით გვანან ერთმანეთს“, - განაცხადა სარალიძემ. სარალიძემ აღნიშნა, რომ მაია ნიკოლეიშვილმა თქვა არა მაკრატლით მიყენებული ჭრილობები, არამედ მაკრატლის მსგავსი საგნით და თავადაც გამორიცხავს, რომ მაკრატელი იყო გამოყენებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა