დავით ჭელიძის ინიციატივით, ნაძალადევის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა

თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის დავით ჭელიძის ინიციატივით, ნაძალადევის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ იყო ორგანიზებული, 15 -მდე კომპანიამ სამუშაოს მაძიებელთათვის 1500 -მდე აქტიური ვაკანსია წარმოადგინა.

თავისუფალი სამუშაო ადგილები მომსახურების, გაყიდვების, სამშენებლო და ტურიზმის, ასევე ტექნიკური მიმართულების სფეროებში იყო წარმოდგენილი. ფორუმი დავით ჭელიძემ გახსნა და მონაწილეებს ღონისძიების მიზნის, წარმოდგენილი კომპანიებისა და ვაკანსიების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„ნაძალადევის რაიონში ოთხი ათასზე მეტი დევნილი ოჯახი და თვრამეტი ათასზე მეტი სოციალურად დაუცველია რეგისტრირებული. იმედს ვიტოვებ, რომ დღევანდელი ღონისძიება, როგორც კომპანიებისთვის, ისე სამუშაოს მაძიებელი ჩვენი რაიონის მოსახლეობისთვის სასარგებლო იქნება“, - განაცხადა დავით ჭელიძემ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ღონისძიების ფორმატი რეალური დამსაქმებლისა და სამსახურის მაძიებლის დაკავშირებას ითვალისწინებს.

ნაძალადევის რაიონში გამართულ დასაქმების ფორუმს საკრებულოს წევრი, სანზონა-ღრმაღელის მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე ხუჯაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე, დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი და ნაძალადევის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი