დღეს გადაწყდება, რა ფორმითა და შემადგენლობით დარჩება მთავრობა და როგორი სტრუქტურით ჩამოყალიბდება სამინისტროები

მმართველი გუნდი “ქართული ოცნების“ ოფისში დაგეგმილ დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდება, რა ფორმითა და შემადგენლობით დარჩება მთავრობა და როგორი სტრუქტურით ჩამოყალიბდება სამინისტროები.

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამ დრომდე დისკუსიის საგანია, დარჩეს თუ არა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ცალკე უწყების სახით. როგორც უმრავლესობაში ამბობენ, გუნდში არის მოსაზრება, რომ აღნიშნული სამინისტროს არსებობას პოლიტიკური დატვირთვა გააჩნია და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ცალკე უწყების სახით უნდა შენარჩუნდეს.

ამასთან, დღის წესრიგში დგას და განიხილება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გაუქმების საკითხი, რომლის მიხედვით, პოლიტიკის ნაწილი შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში გადავა, ხოლო დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის საკითხები ჯანდაცვის სამინისტროს დაექვემდებარება. თითქმის გადაწყვეტილია, რომ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციას დაექვემდებარება.

გარდა ამისა, მიმდინარეობს მსჯელობა კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემადგენლობაში გაერთიანების საკითხზე და ასევე, დისკუსიის საგანია, რა ფორმით შეიძლება გაერთიანდეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში.

სამინისტროების სტრუქტურულ რეორგანიზაციაზეა დამოკიდებული ის შემდგომი საკადრო ცვლილებები, რომელიც მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში იგეგმება. უმრავლესობაში არსებული ინფორმაციით, მამუკა ბახტრაძე მინისტრის პოსტებზე ახალი სახეების წარდგენას გეგმავს. ამასთან, როგორც უმრავლესობაში ამბობენ, დიდი ალბათობით საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დავით ზალკალიანი დარჩება.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები „ქართული ოცნების“ ოფისში დღეს, 20:00 საათზე განახლდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა