ვახტანგ გომელაური ბრაზილიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრთან, ტორკუატო ჟარდიმთან შეხვედრა გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ტერორიზმთან და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

მათი ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა და ტორკუატო ჟარდიმმა ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები ალექსანდრე ტაბატაძე და გრიგოლ ლილუაშვილი, ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი კამილა კოლარეს ბეზერა, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის უფროსი ანდრე ვერას გუიმარაესი, საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სისერო მარტინს გარსია და ელჩის მოადგილე მარკუს ვინიციუს მორეირა მარინო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა