არჩილ თალაკვაძე წყლის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ანასეულის მოსახლეობას შეხვდა

ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე წყლის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ანასეულის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

„რამდენიმე დღის წინ დავპირდი და ახლა შევხვდი ოზურგეთში ჩემს ანასეულელებს. კარგი შეხვედრა გამოვიდა. ხალხმა უბრალოდ და გასაგებად ამიხსნა რა სჭირდება და როგორ შეიძლება ანასეულში წყლის პრობლემის მოგვარება. ჩვენ ერთად შევძლებთ ამ საქმის გაკეთებას. უახლოეს პერიოდში ადგილობრივ ხელისუფლებასთან და საქართველოს მთავრობასთან ვგეგმავ ამ საკითხზე შეხვედრებს’’, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დეპუტატმა სოციალურ ქსელში აღნიშნული შეხვედრა რამდენიმე დღის წინ დააანონსა და აღნიშნა, რომ წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებაში ჩაერთვებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა