ეკა ბესელია - მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვას პარლამენტი, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს დაიწყებს

მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვას პარლამენტი, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს დაიწყებს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ დღეს დაგეგმილი უმრავლესობის სხდომის კომენტირებისას განაცხადა.

ბესელია დარწმუნებულია, რომ გუნდი ცვლილებებთან დაკავშირებით მართებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. “დღეს გაგრძელდება დისკუსიები და კონსულტაციები. ძალიან კარგი სამუშაო ფორმატია შექმნილი პრემიერ-მინისტრთან. გვექნება საუბარი ამ საკითხებზე და მივალთ ლოგიკურ შეთანხმებამდე, რადგან დაგეგმილია მოკლე დროში საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება. ალბათ შესაძლებელია ეს იყოს შემდეგი კვირის ბოლოსაც, როცა პარლამენტი დაიწყებს მსჯელობას საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღეს „ქართულ ოცნებაში“ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა