არჩილ თალაკვაძე - სამინისტროს სტრუქტურის გათვალისწინებით, ცხადია, მირზა სუბელიანის ან რომელიმე სხვა ჩემი კოლეგის ყოველდღიურ საქმიანობაზე ვერ ვიქნებოდი საქმის კურსში

კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მწუხარება ამ საშინელი ტრაგედიის გამო და ბატონ ზაზას შევეხმიანო, ვინაიდან პირადად მომმართა, ვწუხვარ, რომ ვერ მოვუსწარი, ვუპასუხებდი კითხვის დასმისას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომლითაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებას გამოეხმაურა.

„სამინისტროში ყველა თანამდებობის პირს თავისი განსაზღვრული უფლებამოსილებები და საკურატორო სფერო აქვს. შესაბამისად, ჩემი მუშაობის 2 წლის მანძილზე იქ პასუხისმგებელი ვიყავი პატიმრების სამედიცინო დახმარებაზე, ჩემი მართვის სფერო იყო ჯანდაცვა. თითოეულ საათზე და დღეზე, რომელიც სამინისტროში გავატარე, შემიძლია დეტალურად მოგიყვეთ, რით ვიყავი დაკავებული, რომ შემცირებულიყო სიკვდილიანობა, შემცირებულიყო ტუბერკულოზის გავრცელება და რაც მთავარია, დაწყებულიყო C ჰეპატიტის პროგრამა.

შესაბამისად, სამინისტროს სტრუქტურის გათვალისწინებით, ცხადია, ხვდებით, მირზა სუბელიანის ან რომელიმე სხვა ჩემი კოლეგის ყოველდღიურ საქმიანობაზე ვერ ვიქნებოდი საქმის კურსში. მესმის, ბევრი პოლიტიკური მესიჯი, მითი და რეალობა ტრიალებს თქვენს გარშემო ამ პერიოდში და მგლოვიარე ადამიანს პოლიტიკა რაში გაინტერესებთ… ზუსტად ამიტომაც შეიქმნა ეს კომისია, რომ საქმის გამოძიებასთან ერთად, იმაზეც გაგეცეთ პასუხები, რა არის ნამდვილი და რა ჭორები“, - განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება ზაზა სარალიძის განცხადებას, რომელიც მან თალაკვაძესთან მიმართებაში გააკეთა, სარალიძე ამბობს, რომ თალაკვაძესთან მიმართებაში კითხვები აქვს.

“თალაკვაძისთვის პირადად მინდოდა მეკითხა, რა თანამდებობას იკავებდა იმ დროს, როდესაც სასჯელაღასრულების დეპარტამენტში მირზა სუბელიანი მუშაობდა და რამდენად ინფორმირებულია იმის შესახებ, თუ რა კადრებს ფლობს სუბელიანი”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა