„ვარკეთილის“ მეტროში ჭერის ჩამოგრევის საქმეზე ბრალდებულებს 35-35 ათასლარიანი გირაო შეეფარდა

მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ ჭერის ჩამოგრევის საქმეზე ბრალდებულ სამივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 35-35 ათასლარიანი გირაო შეეფარდა.

მოსამართლემ არ გაიზიარა ბრალდების შუამდგომლობა, რომელიც ბრალდებულებისთვის 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითვალისწინებდა. თავის მხრივ, პროკურორების შუამდგომლობას ეწინააღმდეგებოდა დაცვის მხარე. ადვოკატები გირაოს სახით უფრო ნაკლები თანხის შეფარდებას ითხოვდნენ, თუმცა საბოლოოდ, მოსამართლემ სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 35 000 ლარის ოდენობის გირაო ს გადახდა დააკისრა.

„ყვარელრემმშენის“ დირექტორსა და ინჟინერს ბრალი სამშენებლო სამუშაოების უხარისხოდ წარმოებასა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო აქვთ წაყენებული. ბრალის წაყენების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი კი ექსპერტიზის დასკვნა გახდა.

პროკურატურაში ასევე ცალკე წარმოებად რჩება ამავე ფაქტზე საჯარო მოხელეების მიმართ მიმდინარე საქმეც. როგორც ცნობილია, სარემონტო სამუშაობის ხარისხი მერიის სატრანსპორტო სამსახურს უნდა გაეკონტროლებინა. ამ ეტაპზე ამ კუთხით საგამოძიებო უწყებას პასუხისგებაში არავინ ჰყავს მიცემული.

2018 წლის 30 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. შეკიდული ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. სამუშაოები 5 თვის წინ დასრულდა და ის შპს „ყვარელრემმშენმა“ 347 852 ლარად განახორციელა. სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2016 წელს დაიწყო. სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში სწორედ შპს „ყვარელრემმშენმა“ გაიმარჯვა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 396 600 ლარი, კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა კი 347 852 ლარი იყო.

სამუშაოების ფარგლებში მეტრო “ვარკეთილში“ განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, მოეწყო მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან