გიორგი კახიანი - დიდია ალბათობა, რომ სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხის ინიცირება მოხდეს ხუთშაბათი დღის ჩათვლით

დიდია ალბათობა, რომ სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხის ინიცირება მოხდეს ხუთშაბათი დღის ჩათვლით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განუცხადა.

რაც შეეხება მინისტრობის კანდიდატებს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გაჟღერდება. კახიანის თქმით, მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები მნიშვნელოვანია, რათა ყველაფერი ზუსტად იყოს გათვლილი და მიმდინარე პროცესში აქტიურად არის ჩართული საქართველოს პარლამენტი.

„მონახაზი უკვე არსებობს, თუმცა საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონსულტაციებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ყველაფერი ზუსტად იყოს გათვლილი. ალბათობა დიდია იმისა, რომ საკითხი იყოს ინიცირებული ხუთშაბათი დღის ჩათვლით. ამის შემდგომი პროცედურა ითვალისწინებს, რომ ორი კვირის ვადაში განხილვა იქნება შესაძლებელი, თუ ხუთშაბათს მაინც იქნება ინიცირება. რაც შეეხება კანდიდატურებს, ამაზე ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა