კომპანია „სვეტის“ ოფისთან მოშიმშილეები ადგილზე თბილისის მერის მისვლას ითხოვენ

კომპანია „სვეტის“ ოფისთან მოშიმშილეები ადგილზე თბილისის მერის, კახი კალაძისა და კომპანიის დამფუძნებლების მისვლას ითხოვენ.

კომპანია „სვეტის“ ოფისთან მოშიმშილეთა აქცია გრძელდება. ადგილზე იმყოფებოდა ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, რომელმაც მოშიმშილეებს დღეს, 17:00 საათზე თბილისის მერის მოადგილე ელოშვილთან შეხვედრაზე მისვლისკენ მოუწოდა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათ ელოშვილთან ხუთი შეხვედრა უშედეგოდ გამართეს. შესაბამისად, მერიაში მისვლას აღარ აპირებენ.

„ეს არ არის მარტივი საკითხი. მე ვფიქრობ, რომ დაზარალებულმა მოსახლეობამ შეხვედრაზე უარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვას. იქნებ ახალი გარემოებაა გამოკვეთილი?!“, – აღნიშნა ტურძელაძემ.

მოშიმშილეები ადგილზე თბილისის მერის მისვლას ელოდებიან, რომლისგანაც კომპანია „სვეტის“ სხვა ინვესტორი კომპანიით ჩანაცვლებას ითხოვენ. „ვშიმშილობთ, ვათენებთ და დღეს კიდევ მოვიდა ოფისის მეპატრონე, რომელმაც განაცხადა, რომ გაგვაძევებს აქედან, რადგან კომპანიას უკვე 5–10 თვის ფული აქვს გადასახდელი. ჩვენი მოთხოვნაა მერთან შეხვედრა, თუნდაც ერთი საათით. მოშიმშილე მოქალაქეები ვთხოვთ, თუნდაც ერთი საათი დაგვითმოს. ელოშვილთან შეხვედრას აღარ აქვს აზრი“, – განაცხადა დაზარალებულმა სალომე დუნდუამ.

აქციის მონაწილეები ასევე აცხადებენ, რომ საზღვარგარეთ ემიგრანტებიც აპირებენ მიმართონ საელჩოებსა და იქ არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა ინფორმირებული იყვნენ კომპანიის დანაშაულებრივ ქმედებებზე.

ტბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მენაშენეებთან შეხვედრისთვის მზად არის. მან აღნიშნა, რომ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები თაღლითურად მოქმედებდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა