პარლამენტში ხვალ პროექტის - „სტუდენტური კონგრესის“ დასკვნითი ეტაპი გაიმართება

საქართველოს პარლამენტში ხვალ პროექტის - „სტუდენტური კონგრესის“ დასკვნითი ეტაპი გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში “სტუდენტური კონგრესის” გამარჯვებული გამოვლინდებიან. შეხვედრაზე დისკუსიის ფორმატში იმსჯელებენ სტუდენტების ინიციატივებზე და აირჩევენ საუკეთესო გუნდს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით 15-16 ივნისს ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში იმიტირებული საკომიტეტო მუშაობა გაიმართა, სადაც მომზადდა საკანონმდებლო წინადადებები. პროექტში „სტუდენტური კონგრესი“ სხვადასხვა უნივერისტეტის 40 საუკეთესო სტუდენტი მონაწილეობს. მათ დეპუტატებთან ყველა აქტუალური საკითხი განიხილეს. მათ შორის, თბილისში არსებული ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა, ნარკოპოლიტიკა, სასამართლო რეფორმა და შრომითი უფლებები.

პროექტის “სტუდენტური კონგრესის” მიზანია პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ღონისძიებაში მონაწილეობენ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და წევრები: მამუკა მდინარაძე, კახა კუჭავა, ირაკლი სესიაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა