გიორგი მარგველაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. "ჩემთვის დიდი პატივია მოგილოცოთ თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელმეორედ გამარჯვება.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თურქმა ხალხმა ხმა მისცა ქვეყნის შემდგომ განვითარებას, მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, რათა უზრუნველყონ სამომავლო კეთილდღეობა და წარმატება.

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ თქვენი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული წინსვლის მომსწრენი გავხდით. მწამს, რომ თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში თურქეთის რესპუბლიკა წარმატებული განვითარებისათვის ახალ სიმაღლეებს მიაღწევს.

საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას მრავალწლიანი მეგობრობა, ძლიერი კულტურული კავშირები და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ. ჩვენი ერები ყოველთვის ერთად იდგნენ ახალი მიღწევების და კეთილდღეობის სადარაჯოზე.

ჩვენი მტკიცე პარტნიორობის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ არაერთ წარმატებას, ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა. გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და დიდ წარმატებას ყველა სამომავლო საქმიანობაში, რომელსაც მეგობარი თურქი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის წამოიწყებთ", - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილში.

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 52 %-ით, კვლავ მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა