წეროვანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ კიდევ ერთ პაციენტს „ჯეო ჰოსპიტალში“ ოპერაცია ჩაუტარდება

„ჯეო ჰოსპიტალსში“ წეროვანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი პაციენტის ოპერაცია ჩაინიშნა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა მაკა თავხელიძემ განაცხადა.

რაც შეეხება არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, საშუალო სიმძიმისაა.

„იგეგმება კიდევ ერთი ოპერაცია. აღნიშნული ოპერაცია არ არის ისეთი საშიში, როგორიც წინა. სხვა პაციენტების მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს საშუალოდ და საშუალოზე მძიმედ. რაც შეეხება არასრულწლოვანს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, - აღნიშნა მაკა თავხელიძემ.

„ჯეო ჰოსპიტალსში“ მკურნალობას 9 პაციენტი აგრძელებს. აქედან ერთს, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო, ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის დირექტორმა განუცხადა, დღეს არც ერთი პაციენტის გაწერა არ იგეგმება. მისივე განმარტებით, საჭიროა 24-საათიანი მეთვალყურეობა, რათა სათანადოდ იქნას თითოეული მათგანი გამოკვლეული.

წეროვანში დღეს მომხდარი ავარიის შედეგად გარდაიცვალა 30 წლის მამაკაცი.

ავარიის დროს ტრაილერი მიკროავტობუსს შეეჯახა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა