შსს-ს წარმომადგენელი კახა სირაძე - მოსახლეობა ადრეც აპირებდა ფარდულის დემონტაჟს და დღესაც აღდგენადია

მოსახლეობა ადრეც აპირებდა ფარდულის დემონტაჟს და დღესაც აღდგენადია, ეს არ არის პრობლემა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კახა სირაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„ფარდული არ დანგრეულა ჩვენს მიერ. ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ნივთმტკიცებად არ ყოფილა ცნობილი, ამოიწურა საგამოძიებო მოქმედებები. მოსახლეობა ადრეც აპირებდა ფარდულის დემონტაჟს და დღესაც აღდგენადია, ეს არ არის საპრობლემო. ყველა ნიმუში აღებული და დაცულია“, - განაცხადა სირაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ დაიკითხა ნიკოლოზ ვაჩეიშვილი და დაიკითხა მხოლოდ მისი მეუღლე, როდესაც ორივენი თვითმხილველები იყვნენ, სირაძე ამბობს, რომ ვაჩეიშვილი არ იყო ის მოწმე, რომელსაც ღირებული ინფორმაცია ჰქონდა, ვინაიდან უშუალოდ დანის დარტყმის თვითმხილველი არ ყოფილა.

კახა სირაძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ მან კომისიის დღევანდელ სხდომაზე კითხვებს ამომწურავი პასუხები ვერ გასცა და ამბობს, რომ ეს სუბიექტური „შეფასების ამბავია“.

ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი პარლამენტის საგამოძოებო კომისიის სხდომაზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი კახა სირაძე და საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე გამოკითხეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა