დონალდ ტრამპი - ჩრდილოეთ კორეაში ანტიამერიკული პლაკატები მოხსნეს

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეაში ქუჩებში ანტიამერიკული პლაკატები მას შემდეგ მოხსნეს, რაც ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სამხრეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან გამართულ მიტინგზე განაცხადა.

„ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს ფხენიანთან. მათ ჩრდილოეთ კორეის მასშტაბით ქუჩებში ანტიამერიკული პლაკატები მოხსნეს. ეს პლაკატები უკვე აღარ არის ქუჩებში“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა 12 ივნისს სინგაპურში გაიმართა. მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დოკუმენტს, რომელშიც ფხენიანმა ვალდებულება აიღო კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაცია უზრუნველყოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა