ცესკო-ში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხვალ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცესკო–დან აცნობეს, შეხვედრაზე დაგეგმილია საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე საქართველოს პარლამენტში ცესკოს მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებების განხილვა, რომელიც იურიდიული კომიტეტის მიერ იყო ინიცირებული.

ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ასევე 2018 წლის 13 მაისის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული ხმის დათვლის საპილოტე პროექტის განხორციელების შედეგებს გააცნობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა