ზვიად კუპრავა - პანკისის ხეობაში მაჩალიკაშვილებთან ჩამოვედით, რადგან 14-დღიანი იძულებითი პატიმრობის შემდეგ ვისაუბროთ მომავალი ბრძოლის გეგმებზე

პანკისის ხეობაში ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა ჩავიდნენ. ისინი სოფელ დუისში მალხაზ მაჩალიკაშვილის სახლში იმყოფებიან და ოჯახის წევრებთან ერთად სამომავლო გეგმებზე საუბრობენ.

როგორც ზვიად კუპრავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მალხაზ მაჩალიკაშვილთან და ზაზა სარალიძესთან ერთად გადაწყვეტს შემდგომ სამოქმედო ნაბიჯებს.

"ჩვენ ჩამოვედით პანკისის ხეობაში მაჩალიკაშვილებთან, რადგან ამ 14-დღიანი იძულებითი პატიმრობის შემდეგ ვისაუბროთ მომავალი ბრძოლის გეგმებზე და სტრატეგიაზე, თუ რა ფორმით გავაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ არ დავადგენთ სიმართლეს, როგორც ამ ორ საქმეზე, ასევე სხვა საქმეებზე. როდესაც ამ საქმეებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად ვფიქრობთ სხვა ოჯახებზეც, რომლებიც სამართალს ეძებენ, ჩვენ ყველას ინტერესებს ვატარებთ, ვინც სისტემის მსხვერპლია", - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი