ზვიად ფხაკაძე - გუშინ, როცა მოზარდების მკვლელობის საქმეზე კომისიას განმარტებას ვაძლევდი, ზაზა სარალიძისგან მუქარის ტექსტები მივიღე

გუშინ, როდესაც კომისიას ახსნა- განმარტებას ვაძლევდი, ჩემს მობილურ ტელეფონზე შემოვიდა მუქარის შემცველი ტექსტები, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "მუქარა აშკარად ზაზა სარალიძის მიერ ხდებოდა".

პროკურორის განმარტებით, მას აქვს სურვილი, რომ კომისიის წევრებს აღნიშნულის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია, თუმცა ეს მოხდეს დახურულ სხდომაზე.

„კომისიას როდესაც ვაძლევდი გუშინ ახსნა-განმარტებას, ჩემს მობილურ ტელეფონზე შემოვიდა მუქარის შემცველი ტექსტები, რაც უკავშირდებოდა აშკარად ჩემს საპროკურორო საქმიანობას და ასევე კავშირში იყო იმ ახსნა-განმარტების შინაარსთან დაკავშირებით, რომელსაც მე კომისიას ვაძლევდი. აღნიშნულთან დაკავშირებით მე მივმართე შესაბამისი მოხსენებითი ბარათით კომპეტენტურ პირს და მოხდება სათანადო რეაგირება.

რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, თუ კომისიის წევრები დაინტერესდებიან, მე ვაჩვენებ ჩემს ტელეფონში არსებულ ტექსტებს, ოღონდ ეს მოხდეს დახურულ სხდომაზე“, - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ და დასძინა: "ეს მუქარა აშკარად ხდებოდა ზაზა სარალიძის მიერ".

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს კვლავ კახა სირაძისა და ზვიად ფხაკაძის მოსმენით განახლდა.

ქალაქ თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროს ზვიად ფხაკაძეს და შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსს კახა სირაძეს გუშინ დაახლოებით 8 საათის განმავლობაში უსმენდნენ, თუმცა კომისიის წევრებს მათთან კითხვები კიდევ დარჩათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა