საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ევროკავშირის ქვეყნებში გაეცნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ევროპის ქალაქებში საქართველოს შესახებ პრეზენტაციები გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრეზენტაციები გაიმართა: პრაღაში, ვენაში, ბარსელონაში, ბოლონიაში, რომში, პარიზსა და ამსტერდამში.

ევროპის 7 ქალაქში გამართულ ღონისძიებებზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ევროპელ ჟურნალისტებსა და ტუროპერატორებს საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ინფორმაცია გააცნო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩეხეთიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან და ჰოლანდიიდან ტურისტების რაოდენობის გაზრდის მიზნით პრეს და გაცნობით ტურებს გეგმავს. ევროპის 7 ქალაქში პრეზენტაცია საქართველოდან პირდაპირი ავიარეისების დანიშვნასთან დაკავშირებითაც მოეწყო.

ევროპელმა ჟურნალისტებმა და ტუროპერატორებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ახალი ავიარეისები თბილისიდან და ქუთაისიდან ევროპის შემდეგი ქალაქების მიმართულებით დაინიშნა: პრაღა Georgian Airways, WizzAir, ვენა Georgian Airways, ბარსელონა Georgian Airways, WizzAir, ბოლონია Georgian Airways, რომი WizzAir, პარიზი Georgian Airways, WizzAir, ამსტერდამი Georgian Airways. ევროპის ქალაქებში გამართულ პრეზენტაციებზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა