თბილისს აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატიდან ბავშვთა ქართული ცეკვის ანსამბლი „იბერიელები“ საგასტროლოდ ეწვია

თბილისს აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატის წმ. გრიგოლ ხანძთელის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან არსებული ბავშვთა ქართული ცეკვის ანსამბლი „იბერიელები“ საგასტროლოდ ეწვია.

ანსამბლის ხელმძღვანელია გოჩა მაღლაკელიძე. მის შემადგენლობაში არიან ამერიკაში მცხოვრები ქართველი ბავშვები. „იბერიელები“ გამართავს სოლო კონცერტებს თბილისში, დუშეთსა და ზესტაფონში. აგრეთვე მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალში "კავკასია 2018“.

„იბერიელებს“ უმასპინძლებს სახელმწიფო ანსამბლი „სეუ“. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან პრეზიდენტის სასახლეში, პარლამენტარებთან, პატრიარქთან, ამერიკის ელჩთან. თბილისში სოლო კონცერტი 29 ივნისს, 19:00 საათზე რუსთაველის თეატრში ჩატარდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა