დავით ზალკალიანმა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელთან, ბილიანა მილოშევიჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე დაესწრო დელეგაციის მომავალი ხელმძღვანელი სევერინ შაპაზი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ICRC-ის საქმიანობის მნიშვნელობასა და კომიტეტის ჩართულობით, ქვეყანაში მიმდინარე პროექტების შესახებ.

განსაკუთრებით აღინიშნა საკოორდინაციო მექანიზმების ეფექტიანი მუშაობა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და იდენტიფიკაციის თვალსაზრისით.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ბილიანა მილოშევიჩს საქართველოში საქმიანობისთვის და დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა განაგრძოს აქტიური თანამშრომლობა მის შემცვლელთან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა