ზვიად ფხაკაძე - არავის ხელს არ ვაფარებთ, ამას გეუბნებით როგორც მოქალაქე, როგორც სამი შვილის მამა და როგორც პროკურორი

ცალსახად ვადასტურებ, რომ არც მიხეილ კალანდიასთვის და არც სხვა პირისთვის ხელის დაფარებას ადგილი არ ჰქონია - არავის ხელს არ ვაფარებთ, ამას გეუბნებით როგორც მოქალაქე, როგორც სამი შვილის მამა და როგორც პროკურორი, - აღნიშნული განცხადება ხორავას ქუჩის საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებების შემდეგ გააკეთა.

როგორც ფხაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის შეურაცხმყოფელია იმაზე საუბარი, თითქოს ვიღაცისთვის ხელის დაფარებას აქვს ადგილი, მით უფრო იმ საქმეზე, სადაც ორი დაღუპული არასრულწლოვანია.

“ჩვენ განცხადებებს მხოლოდ და მხოლოდ იმ მტიცებულებებზე დაყრდნობით ვაკეთებთ, რაც გამოძიების პროცესში მოვიპოვეთ და რაც სასამართლოზე გამოვიკვლიეთ. რამდენად გაიზიარა ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ, ეს შეფასების თემაა, ოღონდ ეს სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს“, - აღნიშნა ფხაკაძემ.

რაც შეეხება მის მიმართ გაგზავნილ წერილს, ფხაკაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მან მუქარის შინაარსის სმს-შეტყობინება “ვაიბერის“ მეშვებით მიიღო. “თავად აფიქსირებს, რომ არის ზაზა სარალიძე. ეს უკვე ჩემი გადამოწმების თემა არ არის. შესაბამისი ორგანოები გადაამოწმებენ სათანადო ღონისძიებების გატარების გზით“, - განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად ფხაკაძემ.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გუშინ ზვიად ფხაკაძე და მასთან ერთად, შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი კახა სირაძე გამოკითხა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა