კახა კალაძე - ჩვენ ყოველთვის ვიზრუნებთ იმაზე, რომ ბიზნესსა და მუნიციპალიტეტს შორის ჯანსაღი და კონკურენტული ურთიერთობის მაღალი სტანდარტი არსებობდეს

თბილისის მერია ხვალ ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციას გამართავს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ქალაქში ბიზნესაქტივობა უნდა გაიზარდოს, ეკონომიკა განვითარდეს და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის და ბიზნესის მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

„მერიის ორგანიზებით, ხვალ „რედისონ ბლუ ივერიაში“ ჩვენ მიერ ინიცირებული საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია გაიმართება, სადაც მოწვეულები არიან ბიზნესის წარმომადგენლები. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ახლაც მინდა გავიმეორო, რომ ქალაქში ბიზნესაქტივობა უნდა გაიზარდოს, ეკონომიკა განვითარდეს და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის და ბიზნესის მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

პრეზენტაციაზე ბიზნესის ყველა წარმომადგენელი გვინდა მოვიწვიოთ და მათ დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ ყველა მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების შესახებ, რათა მათ სრული ინფორმაცია ჰქონდეთ, თუ რა ბიზნესაქტივობებს სთავაზობს მერია კერძო სექტორს და მივცეთ მათ ამ პროექტებში კონკურენტულ საწყისებზე მონაწილეობის შესაძლებლობა. ეს არის სამშენებლო პროექტები, მიწისქვეშა პარკინგების პროექტები, რადიოქალაქის, ქალაქის გარე განათების პროექტი და ა.შ.

ჩვენ ვმუშაობთ და ყოველთვის ვიზრუნებთ იმაზე, რომ ბიზნესსა და მუნიციპალიტეტს შორის ჯანსაღი და კონკურენტული ურთიერთობის მაღალი სტანდარტი არსებობდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა