ირაკლი კობახიძე - ცვლილებების მიზანია, მივიღოთ უფრო მოქნილი და ეფექტიანი სამთავრობო სტრუქტურა

მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების მიზანია მივიღოთ უფრო მოქნილი და ეფექტიანი სამთავრობო სტრუქტურა და სისტემა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტის განხილვას სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაიწყებს.

“საქართველოს მთავრობის მხრიდან წარმოდგენილია შესაბამისი ინიციატივა და სავარაუდოდ, უკვე მომავალ კვირას დავიწყებთ ამ კანონპროექტის განხილვას. ამ ცვლილებების მიზანია, რომ მივიღოთ უფრო მოქნილი და ეფექტიანი სამთავრობო სტრუქტურა და სისტემა. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე უნდა განვიხილოთ პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული კანონპროექტი“, - განაცხადა კობახიძემ.

გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მთავრობის სტრუქტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა