მამუკა ბახტაძე - მინისტრების გვარებზე დღეს საუბარი, ჩემი მხრიდან არაკორექტული და ერაეთიკური იქნება

მინისტრების გარკვეული ნაწილი იყო მივლინებაში ან შვებულებაში, ამიტომ ზოგიერთი მათგანი მთავრობის გუშინდელ სხდომას ვერ დაესწრო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

რაც შეეხება მთავრობის განახლებულ გუნდს, პრემიერი გვარების წინასწარ დასახელებისგან თავს იკავებს და მიიჩნევს, რომ ეს მისი მხრიდან „არაკორექტული იქნება“.

“მინისტრების გარკვეული ნაწილი იყო მივლინებაში ან შვებულებაში, აქედან გამომდინარე, ზოგიერთი მათგანი ვერ დაესწრო მთავრობის გუშინდელ სხდომას. ჩვენ დავასრულეთ კონსულტაციები სამინისტროების რაოდენობაზე - ახალ ორგანიზაციულ სტრუქტურაზე და გადავუგზავნეთ პარლამენტს განსახილველად. იმედი გვაქვს, ეს პროცედურა რაც შეიძლება მოკლე ვადაში დასრულდება და საშუალება მომეცემა, პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე წარვდგე ახალი, განახლებული სამთავრობო გუნდით. რაც შეეხება გვარებს, ამას ყველა თქვენგანი შეიტყობს მაშინ, როდესაც ჩვენ წარვდგებით პარლამენტში. ვფიქრობ, გვარებზე დღეს საუბარი ჩემი მხრიდან არაკორექტული და ერაეთიკური იქნება. პარლამენტში ჩვენ წარვდგებით განახლებული სამთავრობო გუნდით და პირველ რიგში თქვენ, და შემდეგ თქვენი მეშეობით საზოგადოება შეიტყობს ამის შესახებ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის პირველ სხდომას, რომელიც ბახტაძის ხელმძღვანელობით გუშინ გაიმართა, არ ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა