რომან გოცირიძე - სამწუხაროა, რომ გარდაცვლილი ადამიანების მიმართ ვითხოვთ სანქციების დაწესებას და ვუკრძალავთ უცხოეთში წასვლას

სამწუხაროა, რომ გარდაცვლილი ადამიანების მიმართ ვითხოვთ სანქციების დაწესებას და ვუკრძალავთ უცხოეთში წასვლას, - ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, სიაში გარდაცვლილი ადამიანების შეყვანა ადასტურებს, რომ სახელმწიფო უწყებები და სპეცსამსახურები ცუდად მუშაობენ.

„სამწუხაროა, რომ გარდაცვლილი ადამიანების მიმართ ვითხოვთ სანქციების დაწესებას და ვუკრძალავთ უცხოეთში წასვლას. არ მინდოდა ამ საკითხზე ქილიკი, თუმცა ჯიუტად იცავთ საქართველოს ხელისუფლების უუნარობას. მათ არავითარი წარმოდგენა არ აქვთ თუ რა ხდება ამ მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ ცუდად მუშაობენ სპეცსამსახურები, შესაბამისი სამინისტროები. სია უნდა იყო უფრო ფართო. ამ სიაში უნდა მოხვდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც პირდაპირი ან ირიბი კავშირი აქვს ადამიანის უფლებების დარღვევაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ სიაში უნდა იყვნენ შესული რეალური დამნაშავეები, მათ შორის რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ძირითადი შემოქმედნი არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარი დანაშაულებების“, - განაცხადა გოცირიძემ.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ პარლამენტში გუშინ შევიდა.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-პირიან სიაში შემდეგი ადამიანები არიან შეყვანილი: 1. დავით ჯემალის ძე გურწიევი; 2. ალიკ ფიროდის ძე ტაბოევი; 3. რაშიდ კანჯიოღლი; 4. სლავის სვიატოსლავის ძე ბადია; 5. რაულ მახტის ძე კორტავა; 6. ზაურ ანდროს ძე ჭითანავა; 7. ციბრონა (ეკა) ახალაია; 8. ოთარ ტურნანბა; 9. ალიკა წაბრია; 10. რუსლან დომენტის ძე ჯოპუა; 11. როზა ჯოჯოს ასული მირცხულავა; 12. დიმიტრ არშბა; 13. ვლადიმერ გუნია; 14. ალხაზ მირცხულავა; 15. გია ტუჟბა; 16. გენრიხ გენრიხის ძე ჭანბა; 17. ვლადიმერ გრიგოლის ძე ანუა; 18. ზაურ ცეცხლაძე იგივე მიხეილ თარბა; 19. გენადი ბაგრატის ძე აშხაცავა; 20. გელა ალეკოს ძე ვანაჩა; 21. ოთარ ფალავანძია; 22. ოლეგ პაპასკირი; 23. აფრიკან ბგანბა; 24. ვახტანგ უბირია; 25. ვლადიმერ ემინის ძე ნაჩაჩ-ოღლი; 26. შურიკ (ალექსანდრე) კოკოსკერია; 27. ლევ სარდინოის ძე ბიჩენოვი; 28. გია თუაევი; 29. ფისო ივანეს ძე ვაზაგოვი; 30. თამაზ ოთარის ძე ბესტაევი; 31. რამჩიკ ედიკას ძე ფუხაევი; 32. არკადი ოთარის ძე ძერანოვი; 33. ზურაბ თენგიზის ძე დუდაევი.

აღნიშნული პირები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა