ემზარ კვიციანი - სექტემბერში აქციებს რომ დავიწყებთ, ზოგიერთ არასამთავრობოს დავბლოკავთ

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს აკრიტიკებს. მისივე თქმით, მათი მოთხოვნა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომასთან დაკავშირებით, სრულიად გაუმართლებელია.

„აქ კიდევ ერთხელ გაიჟღერა თეა წულუკიანის სახელმა და გვარმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა. რატომ აქვთ ამხელა ძალა არასამთავრობო ორგანიზაციებს და რატომ უნდა გადაწყვიტონ მათ რომელი მინისტრი გადააყენონ და დანიშნონ, პირდაპირ სამარცხვინოა. განსაკუთრებით ის არასამთავრობოები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან.

რატომ არ ითხოვენ ეს არასამთავრობოები პროკურორებისა და იმ მოსამართლეების გადადგომას, რომლებმაც წინა ხელისუფლების დროს სისხლში აცურავეს ხალხი, ისეთი მუხლები მიუსაჯეს, გასამართლეს და ისეთი საქმეები შეუთითხნეს, რომ ხალხს პირდაპირი მნიშვნელობით გული გაუხეთქეს. ეტყობა წულუკიანი ეროვნულობისკენ წამოვიდა და ამიტომ მისი გადადგომა უნდათ. გამოცოცხლდით ცოტა და მთავრობაც გამოაცოცხლეთ. სწორედ ეს არასამთავრობოები არიან, რომლებიც ხელისუფლებას უუნაროს ხდიან. სექტემბერში რომ აქციებს დავიწყებთ, სწორედ ამ არასამთავრობოებს დავბლოკავთ,“ - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება