ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი თსუ-ში ენერგეტიკის ახალგაზრდულ კონფერენციას გახსნის

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის 107-ე აუდიტორიში საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი ენერგეტიკის ახალგაზრდულ კონფერენციას გახსნის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროდან აცნობეს, კონფერენცია 28 ივნისს, 10:30 საათზე დაიწყება. კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G)-ისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება.

მთავრობის, ენერგეტიკული ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები სტუდენტებს გააცნობენ ენერგეტიკის სფეროს ინვოაციებსა და საინტერესო ტექნოლოგიებს, ასევე სექტორში არსებულ კარიერული პერსპექტივებსა და სასწავლო პროგრამებს.

G4G - „მმართველობა განვითარებისათვის“ USAID-ის ხუთწლიანი, $19.3 მილიონიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების სამართლიანად, გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდაჭერით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა