სიღანაღის მერიიდან სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი დახმარების არასწორად განაწილების საქმეზე გამოძიება დაიწყო

სიღანაღის მერიიდან სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი დახმარების არასწორად განაწილების საქმეზე ანტიოკორუფციულმა სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მერმა გოგი გოგილაშვილმა განუცხადა, სოციალურად დაუცველთა დახმარების კომისის ერთ-ერთმა წევრმა დასახმარებლად განკუთვნილი ერთჯერადად გასაცემი თანხები არასწორად გაანაწილა. კერძოდ, მან დასახმარებელთა სია არასწორად შეადგინა და თანხის გაცემა ერთიდაიგივე ადამიანებზე გააფორმა. თუმცა კანონდარღვევა მერიაში მალევე აღმოაჩინეს და ანტიკორუფციულ სამსახურს აცნობეს.

"მივლინებაში ჩემი ყოფნის დროს, ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაუშვა შეცდომა, არასწორად გადაანაწილა ერთჯერადი სოციალური დახმარების თანხები, რა უზუსტობაც ჩვენვე აღმოვაჩინეთ და დაუყოვნებლივ ანტიკორუფციულ სამსახურს ვაცნობეთ. მერიაში საგამოძიებო პროცესები უკვე დაიწყო, წაიღეს ფინანსური დოკუმენტაცია, რათა გაირკვეს, რა ოდენობის თანხა გაიცა. ასევე, ჩვენ გვაინტერესებს მსგავსი შეცდომა სხვა დროსაც ხომ არ იყო დაშვებული. თანამშრომელმა, რომელმაც ეს დოკუმენტაცია შეადგინა, ახსნა-განმარტება დაწერა და სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა. რა თქმა უნდა ჩვენ დავაკმაყოფილეთ მისი მოთხოვნა", - აღნიშნა გოგი გოგილაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი ასევე სიღნაღის სოციალურად დაუცველთა კომისის თავმჯდომარეს დაუკავშირდა. თემურ ბალარჯიშვილი განმარტავს, რომ კომისის წევრმა დასახმარებელთა სია შეცდომით შეადგინა, თუმცა ფულადი დახმარების გაცემა ვერ მოასწრო. ბალარჯიშვილი ასევე ამბობს, რომ სხვა მსგავსი შემთხვევის თავიდან არიდების მიზნით, აღნიშნულ დარღვევას ანტიკორუფციული სამსახური სწავლობს, რისთვისაც მათ ყველა საჭირო დოკუმენტაცია მერიიდან უკვე წაიღეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი აცხადებენ, რომ შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვთ მიღებული, რაზეც შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს. „მიღებულია ინფორმაცია შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან დაკავშირებით. გამოთხოვილია შესაბამისი დოკუმენტაცია და მიმდინარეობს შესწავლა“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა