ლევან დავითაშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა რძის პროდუქტების საოჯახო საწარმო, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ოფისის მშენებარე ობიექტზე მიმდინარე და ნაკადულის კალმახის საშენ მეურნეობაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

საჩხერის მუნიციპალიტეტის დაბა კვერეთში, საშენ მეურნეობაში წითელ ნუსხაში შეტანილი ნაკადულის ქართული კალმახის სახეობის აღდგენა ხორციელდება. ლევან დავითაშვილმა, სოფელ სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, საშენ მეურნეობაში ხელოვნურად გამრავლებული რამდენიმე ასეული ნაკადულის კალმახის ლიფსიტა ბუნებრივ გარემოში, მდინარე ჩიხურაში გაუშვა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის საშენი მეურნეობა მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს მეთევზეობის სფეროს განვითარებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტის განხორციელება გიგლა აგულაშვილის დროს დაიწყო. უმნიშვნელოვანესია გადაშენების პირას მყოფი, წითელწინწკლებიანი ქართული კალმახის სახეობების ველურ ბუნებაში დაბრუნება-აღდგენა, სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს სამინისტრო. დღეს პირველად მოხდა ლიფსიტების ველურ ბუნებაში გაშვება, რასაც წინ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოების უძღოდა “, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„2016 წლიდან, ეროვნულმა საშენმა მეურნეობამ ახალ პროექტზე, საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის, ნაკადულის კალმახის გამრავლებაზე დაიწყო მუშაობა. ტერიტორიაზე განხორციელდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, აშენდა ორი ტბორი და რკინა-ბეტონის 8 სპეციალური აუზი. დღეისათვის, ხელოვნურად გამოჩეკილია 8000 ცალი ნაკადულის კალმახის ლიფსიტა. მეურნეობის გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.

საჩხერის მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული საშენი მეურნეობის დირექტორი რევაზ ბეჟაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა