თინა ბოკუჩავა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“ - რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად ხარვეზიანი სია შეადგინეს

რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად ხარვეზიანი სია შეადგინეს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე" საუბრისას განაცხადა.

"რეზოლუციის განხილვის პერიოდშიც კი პარლამენტში ჩვენ მუდმივად ვაპელირებდით იმაზე, რომ ესაა ხელისუფლება, რომელმაც 10 თვის განმავლობში ზუსტად იცოდა ვინ იყო ოთხოზორიას მკვლელი, თუმცა წითელი ცირკულარით ძიებაზე არ გადაუციათ ეს პიროვნება, რადგან რეალურად, მათ არ გააჩნიათ იმის პოლიტიკური ნება, რომ ეს ადამიანები იყვნენ დასჯილები. ახლა ეს ადამიანები პოლიტიკურ კრიზისში არიან და ამიტომ მოისურვა ახალმა პრემიერმა, რომ მთავრობის პირველივე სხდომაზე გამოეტანა ეს საკითხი, რათა დადებითი ქულები მაინც დაეწერა მის მთავრობას. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ნაწილშიც ძალიან უნიათოები გამოდგნენ ისინი, რადგან რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად ხარვეზიანი სია შეადგინეს, რომელიც ერთი მხრივ, მოიცავს გარდაცვლილ ადამიანებს, ხოლო მეორე მხრივ, არ მოიცავს პოლიტიკურ ფიგურებს, რომლებიც ოკუპაციის პოლიტიკის გატარების პასუხისმგებლობას ატარებენ", - განაცხადა ბოკუჩავამ.

როგორც ცნობილია, მთავრობამ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ 33 კაციანი სია დაამტკიცა, თუმცა ოპოზიციის ინფორმაციით, მასში რამდენიმე გარდაცვლილი პირია შეყვანილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება