ეკატერინე მიქაბაძე - სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას პოზიტიურად აფასებს

ძალიან მნიშვნელოვანია ის პოზიტიური მომენტები, რომლითაც გაჯერებულია ფონდის მისიის მეორე მიმოხილვა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მეორე მიმოხილვის ანგარიშის შეფასებისაც ჟურნალისტებს განუცხადა.

„სავალუტო ფონდი დადებითად აფასებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც პროგნოზირებულზე გაცილებით მაღალია, იძლევა რეალურ საფუძველს, რომ სტრუქტურული რეფორმები, რომელიც მიმართულია საქართველოში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, რაც შეიძლება მოკლე ვადებში იქნას რეალიზებული“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

ცნობისთვის, სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, შესრულებულია პროგრამით გათვალისწინებული ყველა რაოდენობრივი კრიტერიუმი, უმეტესობა მნიშვნელოვანი გადაჭარბებით.

მიმოხილვაში ფონდი აქცენტს აკეთებს ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებსა და გაუმჯობესებაზე. ფონდის შეფასებით, შეინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები, რაც მიზნად ისახავს მაღალ და ინკლუზიურ ზრდას, ეკონომიკის მდგრადობის უზრუნველყოფას და განათლების, ინფრასტრუქტურის და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა