ანა ნაცვლიშვილი - იმედი გვაქვს, რომ როგორც „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“, ისე რეზოლუციებისა და კონგრესის მხარდამჭერი აქტის მიმართულებით ჯეროვანი მუშაობა იქნება გაწეული

იმედი გვაქვს, რომ როგორც „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“, ისე რეზოლუციებისა და კონგრესის მხარდამჭერი აქტის მიმართულებით ჯეროვანი მუშაობა იქნება გაწეული, რათა საქართველოს ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული,- ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს  განუცხადა. მისი თქმით, თავისთავად, ეს სია მნიშვნელოვანია.

"ყველა ის საქმიანობა, რომელიც საქართველოს, როგორ ოკუპირებული ქვეყნის პრობლემატიკას გამოიტანს და შესაბამის ფასს გადაახდევინებს რუსეთს, არის მნიშვნელოვანი. ამ კონტექსტში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლო მოვლენა არის აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირება, რომელსაც ახლა სჭირდება ძალიან აქტიური მუშაობის გაგრძელება საქართველოს მხრიდან, რათა ეს ინიციატივა ბოლომდე იყოს მიყვანილი. იმედი გვაქვს, რომ როგორც „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“, ისე რეზოლუციებისა და მხარდამჭერი აქტის მიმართულებით, ჯეროვანი მუშაობა იქნება გაწეული, რათა საქართველოს ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება