თბილისის სააპელაციო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხება. სააკაშვილის დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და მის გამამართლებლით შეცვლას ითხოვს. ადვოკატები პროცესზე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.

საქმის პროკურორი, ირაკლი ნადარეიშვილი იმედოვნებს, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ გამატყუნებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს. როგორც შესვენების დროს პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადვოკატების მიერ გაჟღერებული არგუმენტები დაუსაბუთებელია.

„ვეცნობით დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას, რასაც დეტალურად ვუპასუხებთ უკვე ჩვენი დასკვნითი სიტყვით. არც ერთი ის არგუმენტი, რომელიც დაცვის მხარის მიერ არის გაჟღერებული, არ იყო დასაბუთებული და არგუმენტირებული. დიდი იმედი მაქვს, რომ როდესაც სასამართლო მოუსმენს და გაანალიზებს, როგორც დაცვის, ასევე ბრალდების დასკვნის სიტყვას, უცვლელად დატოვებს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებულ გამამტყუნებელ განაჩენს, სწორედ იმ მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რაც ჩვენს მიერ იქნა წარდგენილი და გამოკვლელული. ამის მე დიდი იმედი მაქვს და სასამართლოსგანაც ეს მოლოდინი მაქვს", - განაცხადა ნადარეიშვილმა.

რაც შეეხება ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას, პროკურორის განმარტებით, პროკურატურა ყურადღებას გაამახვილებს იმ უზუსტობებზე, რომელიც დაცვის მხარეს საქმეშე შეაქვს.

"თუმცა, სასამართლო მიმდინარეობს ელექტრონული სხდომის რეჟიმში და ელექტრონულად იწერება ყველა სხდომა. მოსამართლეს აქვს და ექნება საშუალება, დეტალურად გაეცნოს იმ მტკიცებულებების გამოკვლევას, რომელშიც შეჯიბრობითობის პრინციპის გამოყენებით მონაწილეობდა, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე. არ მინდა სიცრუე ვუწოდო დაცვის დასკვნით სიტყვას, თუმცა აშკარაა, რომ ეს არის მანიპულირება ფაქტების, გარემოებების და ჩვენებების დამახინჯებით", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და ხუთი თვის ვადით ჩამოერთვა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული. გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა